პარაბოლა

ხან მალამო
ხან იარა
ხან ენძელა ხან ია
მეძინება შენი კანის სუნით
დიდი ხანია

ხან ბალახი
ხან ბილიკი
ხან წვიმაში ხანძარი
პირველად რომ დაგინახე
ენა ვეღარ დავძარი

ხან კვერცხს მიწვავ
ხან პატეფონს
მასმენინებ ვინილის
მყარ დისკზე მაქვს ჩაწერილი
ხმები შენი ღიმილის

ხან მალამო
ხან იარა
ხან თმებს მირევ თითებით
ხან მაღვიძებ უთენია გამომცხვარი ბლითებით

Lasharela

Phasellus facilisis convallis metus, ut imperdiet augue auctor nec. Duis at velit id augue lobortis porta. Sed varius, enim accumsan aliquam tincidunt, tortor urna vulputate quam, eget finibus urna est in augue.

2 comments:

  1. ლაშაააა!... აი ძალიან გამიხარდა შენი ლექსი რომ ვნახე აქ.. უკვე აღარც ველოდი რომ როდესმე კიდე გამოაქვეყნებდი.. მომეწონა, მაგარია და საერთოდ, მომენატრა შენი ლექსები რა.. უფ.. :)

    ReplyDelete
  2. ლაშარელა კიდევ წერ ლექსებს :)

    ReplyDelete